თბილისის მეტროსთვის 97 ვაგონის შესყიდვა AIIB-ის სესხით დაფინანსდება – რა იცვლება €205-მილიონიან ტენდერში?

თბილისის მეტროსთვის 97 ვაგონის შესყიდვა AIIB-ის სესხით დაფინანსდება – რა იცვლება €205-მილიონიან ტენდერში?

თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებას, რაც 97 ვაგონის (22 მატარებელი) შესყიდვას გულისხმობს “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი” (AIIB) დააფინანსებს.

საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისის მეტროსთვის 205 მილიონი ევროს ღირებულების 97 ვაგონს “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” (AIIB) პროცედურებით შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 5 მარტის განკარგულება, რომელიც საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას “მსოფლიო ბანკის” შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ითვალისწინებდა.

BMG დაინტერესდა, რა გახდა ცვლილების მიზეზი. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, AIIB-მა გამოხატა მზაობა, დააფინანსოს პროექტი.

“შეიცვალა მხოლოდ შესყიდვის წესი, მსოფლიო ბანკის შესყიდვის წესის ნაცვლად გამოყენებული იქნება აზიის ინვესტიციების და ინფრასტრუქტურის ბანკის შესყიდვის წესი, ვინაიდან სწორედ ამ ბანკმა გამოხატა სურვილი და მზაობა დააფინანსოს პროექტი”,- უთხრეს BMG-ს თბილისის მერიაში.

რაც შეეხება საკითხს, თუ ჯამური თანხიდან რა ნაწილია სესხი და რა თანხა იქნება საბიუჯეტო სახსრები, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში BMG-სთან განმარტავენ, რომ შესყიდვის ჯამური ღირებულება – 205 მილიონი ევრო საორიენტაციო თანხაა და დამატებითი დეტალები ტენდერის გამოცხადებისას გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ილია და დღევანდელობა

ილია და დღევანდელობა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივ.ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს პ.გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკი. ილია ჭავჭავაძე, საქართველოს ისტორიის მეორე სვეტად წოდებული „ქართული…
2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული…
საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ…